პალერმოს სანაპიროსთან ჩაძირული იახტის მგზავრებიდან ხუთი დაკარგულის ცხედარი იპოვეს
პალერმოს სანაპიროსთან ჩაძირული ძვირადღირებული იახტის მგზავრთა ცხედრები იპოვეს. ბოლო დღეების განმავლობაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ექვსი დაკარგულის საპოვნელად მიმდინარეობდა. მაშველებმა წყლიდან ხუთი ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის ბრიტანელი ბიზნესმენი მაიკ ლინჩი, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „მორგან სტენლის“ თავმჯდომარე ჯონათან ბუმერი, მისი მეუღლე ჯუდი ბუმერი; ასევე, ადვოკატი კრის მორვილო და მისი მეუღლე ნედა მორვილო.
მეექვსე დაკარგულის ძიება გრძელდება, ის, სავარაუდოდ, ლინჩის 18 წლის ქალიშვილი ჰანაა. ორი დღის წინ მაშველებმა იახტის შეფმზარეულის ცხედარი იპოვეს.
იახტა 19 აგვისტოს ძლიერ ტორნადოში მოყვა და 50 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა.
მაშველებმა ბორტზე მყოფი 22 პირიდან 15-ის გადარჩენა შეძლეს.