პაკისტანის პრემიერი - ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა შესაძლოა, რეგიონულ კრიზისში გადაიზარდოს და დონალდ ტრამპის მედიაციის დროა
პაკისტანის პრემიერი - ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა შესაძლოა, რეგიონულ კრიზისში გადაიზარდოს და დონალდ ტრამპის მედიაციის დროა

ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული დაძაბულობა შესაძლოა, რეგიონულ კრიზისში გადაიზარდოს და დონალდ ტრამპის მედიაციის დროა, – ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა განაცხადა.

იმრან ხანის თქმით, ქაშმირის რეგიონში ინდოეთის აგრესიული მოქმედებების გამო, ვითარება უარესდება და ახალ დროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შუამავლობა ითავოს.

პაკისტანის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პაკისტანმა ინდოეთი კასეტური ბომბების გამოყენებაში დაადანაშაულა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინდოეთი მსგავსი შეიარაღების გამოყენებას უარყოფს.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონფლიქტში მედიაციის ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ ახლა ყველაფერი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდიზეა დამოკიდებული.