კირილ დმიტრიევი - ბრიტანეთი, ევროკავშირი, ომის წამქეზებლები, „ვოუქ“ იდეოლოგიის მიმდევრები, ლიბერალები პანიკაში არიან, ისტერიულად რეაგირებენ ტრამპის პოსტზე, რომელშიც მან პუტინს „მეგობარი“ უწოდა
დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ომის წამქეზებლები, „ვოუქ“ იდეოლოგიის მიმდევრები და ლიბერალები პანიკაში არიან და ისტერიულად რეაგირებენ პრეზიდენტ ტრამპის პოსტზე, რომელშიც მან პრეზიდენტ პუტინს „ჩემი მეგობარი“ უწოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი სოციალურ ქსელში წერს.
დმიტრიევის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის, ისევე, როგორც აშშ-სა და რუსეთს შორის, კარგი ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტს ვიდეოც დაურთო, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს ტრამპის მიერ პუტინის მეგობრად მოხსენიებას და აცხადებს: „დიდი იმედი მაქვს, რომ არ აღმოვჩნდებით ისეთ სამყაროში, სადაც დიდი, აგრესიული სახელმწიფოები ჩათვლიან, რომ შეუძლიათ მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია და ამაზე შეერთებული შტატების თანხმობის მიღება“.