პაკისტანის პრემიერი - ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა შესაძლოა, რეგიონულ კრიზისში გადაიზარდოს და დონალდ ტრამპის მედიაციის დროა
ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული დაძაბულობა შესაძლოა, რეგიონულ კრიზისში გადაიზარდოს და დონალდ ტრამპის მედიაციის დროა, – ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა განაცხადა.
იმრან ხანის თქმით, ქაშმირის რეგიონში ინდოეთის აგრესიული მოქმედებების გამო, ვითარება უარესდება და ახალ დროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შუამავლობა ითავოს.
პაკისტანის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პაკისტანმა ინდოეთი კასეტური ბომბების გამოყენებაში დაადანაშაულა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინდოეთი მსგავსი შეიარაღების გამოყენებას უარყოფს.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონფლიქტში მედიაციის ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ ახლა ყველაფერი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდიზეა დამოკიდებული.