მარინ ლე პენი – უკრაინაში მხოლოდ სამი შესაძლო შედეგია, ნატო ჩაერთვება ომში, რაც მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს, კონფლიქტი წლები გაგრძელდება, ან ყველა ქვეყანა გააცნობიერებს შესაძლო შედეგებს

02:25, 23.11.2026

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ უკრაინაში მოვლენების განვითარების მხოლოდ სამი შესაძლო სცენარი არსებობს.

„უკრაინაში მხოლოდ სამი შესაძლო შედეგია: ან ნატო ჩაერთვება ომში, რაც მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს; ან კონფლიქტი წლების განმავლობაში გაგრძელდება; ან ყველა ქვეყანა გააცნობიერებს შესაძლო შედეგებს“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.

ამასთან, ლე პენის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩევენ, ყველასთან ისაუბრებს.

მსგავსი