პაკისტანში, აგრარული უნივერსიტეტის კამპუსში უცნობი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. პოლიციის ცნობით, სულ მცირე, 5 ადამიანია დაჭრილი.
პეშვერის პოლიციის უფროსის განცხადებით, თავდამსხმელები დაცვის სამსახურისა და დირექციის მიმართულებით ისროდნენ.
მისივე თქმით, პოლიციასა და სპეცრაზმს კამპუსის შესასვლელები ბლოკირებული აქვს. უნივერსიტეტის ტერიტორიიდან გაისმა აფეთქების ხმაც.