პაკისტანის აგრარულ უნივერსიტეტს თავს დაესხნენ

09:32, 01.12.2017

პაკისტანში, აგრარული უნივერსიტეტის კამპუსში უცნობი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. პოლიციის ცნობით, სულ მცირე, 5 ადამიანია დაჭრილი.

პეშვერის პოლიციის უფროსის განცხადებით, თავდამსხმელები დაცვის სამსახურისა და დირექციის მიმართულებით ისროდნენ.

მისივე თქმით, პოლიციასა და სპეცრაზმს კამპუსის შესასვლელები ბლოკირებული აქვს. უნივერსიტეტის ტერიტორიიდან გაისმა აფეთქების ხმაც.

მსგავსი