პაატა მანჯგალაძე - გასაგებია ხელისუფლების პოზიციონირება, რადგან ებღაუჭება ძალაუფლებას, ქვეყანას ვერ დავანგრევთ და საჭიროა, ოპოზიცია წავიდეს კომპრომისზე, რათა ქვეყანაში პლებისციტი დავნიშნოთ
ჩემთვის გასაგებია ხელისუფლების პოზიციონირება, რადგან ებღაუჭება ძალაუფლებას, ქვეყანას ვერ დავანგრევთ და საჭიროა, ოპოზიციამაც გამოიჩინოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და წავიდეს კომპრომისზე, რათა ქვეყანაში პლებისციტი დავნიშნოთ, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პარტიის მიზანია, როგორმე განმუხტოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და დაპირისპირების ფაზიდან კონკურენციის ფაზაში გადავიდნენ.
„რაც შეეხება პარლამენტში შესვლის საკითხს, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ თვითმიზანი არც არის და არც ყოფილა პარლამენტში შევალ თუ არა და ასეთი დღის წესრიგი არ გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, როგორმე ეს პოლიტიკური კრიზისი განვმუხტოთ ქვეყანაში და დაპირისპირების ფაზიდან გადავიდეთ კონკურენციის ფაზაში. „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმ პირობებში, თუ ხელისუფლება არ გადმოდგამს და ვერ გადმოდგამს ამ ნაბიჯს, ჩემთვის გასაგებია მათი პოზიციონირება, რადგან ებღაუჭება ძალაუფლებას და არ გვაქვს გონიერების იმედი, ამისთვის ქვეყანას ვერ დავანგრევთ და საჭიროა, ოპოზიციამაც გამოიჩინოს იგივე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და წავიდეს კომპრომისზე, რათა პლებისციტი დავნიშნოთ ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტია იხილავს საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება, პარლამენტში შევიდნენ. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია, რასაც პარტიის მონაწილეობა სჭირდება.