პაატა იმნაძე - ზოგს ის არ მოსწონს, ცენტრს ლუგარი რომ ჰქვია,ზოგს კიდევ შიგნით ვინც მუშაობს, ისინი არ მოსწონს, საბოლოოდ ორივე მხარე ლუგარს უტევს, ამას მიჩვეული ვართ
პაატა იმნაძე - ზოგს ის არ მოსწონს, ცენტრს ლუგარი რომ ჰქვია,ზოგს კიდევ შიგნით ვინც მუშაობს, ისინი არ მოსწონს, საბოლოოდ ორივე მხარე ლუგარს უტევს, ამას მიჩვეული ვართ

ლუგარზე შემოტევებიც საინტერესოა, ზოგს ლუგარი რომ ჰქვია იმიტომ არ მოსწონს, ზოგს კიდევ შიგნით ვინც მუშაობს ისინი არ მოსწონს, საბოლოოდ, ორივე, ასე ვთქვათ დიამეტრალურად საპირისპირო მხარე, ლუგარს უტევს ხოლმე, მაგრამ ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძემ საუბარში ხაზი გაუსვა, რომ ლუგარის მიმართ ბრალდებები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა აშენებულიც არ იყო.

„ლუგარზე ლაპარაკი დაიწყო მაშინ, როცა ჯერ ლუგარის საძირკველი იყო გათხრილი, როდესაც მიმდინარეობდა ლუგარის საძირკველის გათხრა, მაშინ დაგვაბრალეს პირველად, რომ ლუგარიდან ჩვენ ღორის აფრიკული ჭირი გავავრცელეთ.

ხაზს ვუსვამ, ლუგარი არა თუ აშენებული არ იყო, არამედ საერთოდ საძირკველის სამუშაოები მიმდინარეობდა მაშინ, თუ არ ვცდები 2006-2007 წლებია, როცა ღორის აფრიკული ჭირი იყო ჩვენს ვქეყანაშიც და მეზობელ ქვეყნებშიც. პირველი პროპაგანდა ის იყო, რომ ჩვენ ლუგარის ლაბორატორიიდან ღორის აფრიკული ჭირი გავავრცელეთ. როგორ გავარცელეთ არ ვიცი, როცა ჯერ მშენებლობა მიმდინარეობდა. მაშინ რომ დაიწყო იმის შემდეგ გრძელდება და გრძელდება“,- განაცხადა იმნაძემ.