შალვა პაპუაშვილი - ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალეა, რაიმე კითხვის ნიშნები ამ კუთხით არ არსებობს
შალვა პაპუაშვილი - ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალეა, რაიმე კითხვის ნიშნები ამ კუთხით არ არსებობს

ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალეა და რაიმე კითხვის ნიშნები ამ კუთხით არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაზე განცხადებები რუსეთის მხრიდან ახალი არ არის.

„ეს პირველი და ახალი განცხადება არ არის, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით და ამაზე პასუხი არაერთხელ იყო გაცემული. ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალეა და რაიმე კითხვის ნიშნები ამ კუთხით არ არსებობს.

ვხედავთ, როგორ გლობალურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ამ ომში მხარეებს შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა აქვს. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, შევინარჩუნოთ როგორც მშვიდობა ამ ქვეყანაში, ისე სიმშვიდე. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ყველა ნაბიჯი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობის საკითხშიც კი ეძიოს განხეთქილება პოლიტიკურ ძალებს შორის.

„ზოგადად, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მომატებულია უსაფრთხოების რისკები, ამიტომ, არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციის ნაწილი იმით კი არ იყოს დაკავებული როგორ აჯანჯღაროს ქვეყანა, არამედ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ყველა ხელისუფლების გარშემო, მათ შორის მთავრობის გარშემო კონსოლიდირდეს, რათა შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და სიმშვიდე, ერთის მხრივ და ყველა ინტერესი, რომელიც არის ამ ქვეყნის ინტერესი. მეორეს მხრივ, ჩვენი ქვეყნის ინტერესია, მათ შორის უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადება, ამ საკითხზე რაიმე განხეთქილება არ უნდა იყოს, რასაც სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობის საკითხშიც კი ეძიოს განხეთქილება პოლიტიკურ ძალებს შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.