პაატა იმნაძე - ზღვა არ წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს, გაცილებით საფრთხილოა პლაჟი, თუ არ დავიცავთ დისტანციას
პაატა იმნაძე - ზღვა არ წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს, გაცილებით საფრთხილოა პლაჟი, თუ არ დავიცავთ დისტანციას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ზღვა კორონავირუსის გავრცელებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

თუმცა, მიისვე განმარტებით, საფრთხის შემცველია პლაჟი, თუ მოქალაქეებს შორის დისტანცია არ იქნება დაცული.

„ვირუსის გენეტიკური მასალა ნაპოვნია ჩამდინარე წყლებში, მაგრამ ამ ვირუსის გენეტიკური მასალა რამდენად სიცოცხლისუნარიანია, ამაზე უკვე ბევრი კვლევაა ჩატარებული. აქედან გამომდინარე, ზღვა არ წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს, პლაჟი გაცილებით უფრო საფრთხილოა, თუ არ დავიცავით დისტანცია“, – განაცხადა იმნაძემ.