პაატა იმნაძე - საქართველოში ეპიდემია დაიწყო თებერვლის ბოლოს და დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, ამჟამად ინტენსიური კვლევები ტარდება
საქართველოში ეპიდემია დაიწყო თებერვლის ბოლოს და დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს.
„მათი პროტოკოლი დიდი ხანია შემუშავებულია. საქართველოში ეპიდემია დაიწყო თებერვლის ბოლოს და დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. აბსოლუტური არ არსებობს არაფერი. სამწუხაროდ, არც პისიარტესტია აბსოლუტური. ყველა იტესტებოდა, ვინც შედიოდა, აუცილებელი მოთხოვნა იყო კარანტინი. სამწუხაროდ, შესაძლებელია ეს მომხდარიყო, ამიტომ ტარდება შესაბამისი ინტენსიური კვლევები“, – განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, ინფექციის გავრცელების საკითხზე პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით არავითარი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.