გოჩა ლორთქიფანიძე - პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, ვირუსის გავრცელებაზე შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს
გოჩა ლორთქიფანიძე - პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, ვირუსის გავრცელებაზე შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ინფექციის გავრცელების საკითხზე პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით არავითარი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში შემქნილი ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო პატიმრების ინტენსიური პისიარ ტესტირება.

„მინდა, გამოვეხმაურო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დეზინფორმაციას პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მინდა, ყველა დაგამშვიდოთ, ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, ყველა კონტროლის მექანიზმი, რაც იყო და ფილტრი, რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენას, გამოვლენას, ასევე კონტროლს, ვითარების მართვას, კვლევამ მოქმედებს ეფექტურად, როგორც აქამდე მოქმედებდა. ეს აღინიშნება ბოლო დღეებში გატარებულ ღონისძიებებში. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო პატიმრების ინტენსიური პისიარ ტესტირება, ეს მიმდინარეობს და გრძელდება. ეს ჩვენ დავიწყეთ 31 დეკემბრიდან, გეგმაზომიერად მივყვებით. პირველ რიგში ამას დაექვემდებარა არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი, შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე. 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი, ყველა ესენი იზოლირებული არიან, ასევე მათი კონტაქტები, თანამესაკნეები არიან იზოლირებული. ყველა ასეთ შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება და სისტემა ეფექტურად მუშაობს. არავითარი საფუძველი აჟიოტაჟის და დეზინფორმაციის, არ არის. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ცხრა ათასამდე ადამიანის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, არავითარი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.