პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ საყოველთაო კარანტინის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არსებობს
პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ საყოველთაო კარანტინის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არსებობს

ყველა რეკომენდაციის იმპლემენტაცია, რომელიც დღემდე იყო გაცემული, ძალიან სწრაფად ხდებოდა, რისთვისაც პირადად მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საყოველთაო კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ არსებობს.

„ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის შესახებ რეკომენდაცია არ გაცემულა. როგორც კი ამის პირველ საჭიროებას დავინახავთ, იმედი მაქვს, ეს განხორციელდება მომენტალურად, როგორც აქამდე ხდებოდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.