პაატა იმნაძე - კლუბებში, დახურულ სივრცეში სულ მცირე 2 000 კაცი ცეკვავს, ამის შედარება გარე სივრცეში ჩატარებულ ღონისძიებასთან როგორ შეიძლება
კლუბებში, დახურულ სივრცეში სულ მცირე 2 000 კაცი ცეკვავს, ამის შედარება გარე სივრცეში ჩატარებულ ღონისძიებასთან როგორ შეიძლება?! – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების წარმომადგენლებთან არავითარი შეთანხმება არ ყოფილა გახსნაზე, მიმდინარეობდა მუშაობა, რომ ის პირობები ყოფილიყო, რომლის შემდეგაც კლუბები მუშაობას დაიწყებდნენ. იმნაძის თქმით, ამ დროს გამოჩნდა „ომიკრონი“.
„ძალიან კარგად მესმის მათი ბიზნესინტერესები და ვიცი, რომ ძალიან დაიჩაგრა ეს სექტორი, მაგრამ კლუბის შედარება შეიძლება, გარე სივრცეში რომ რაღაც ღონისძიება ტარდება, ხალხი რომ გარეთ არის?!
ეგენი მართლა კლუბში არ ყოფილან, თუ რა?! სულ მცირე 2 000 კაცი დახურულ სივრცეში რომ ცეკვავს ერთად, კარგით რა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.