პაატა იმნაძე - კლუბებისგან განსხვავებით, რესტორნებში მაგიდები დისტანციის დაცვით არის განლაგებული და ევროპაშიც ყველგან დახურულია კლუბები
პაატა იმნაძე - კლუბებისგან განსხვავებით, რესტორნებში მაგიდები დისტანციის დაცვით არის განლაგებული და ევროპაშიც ყველგან დახურულია კლუბები

კლუბებისგან განსხვავებით, რესტორნებში მაგიდები დისტანციის დაცვით არის განლაგებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, კლუბების წარმომადგენლებს არავინ დაპირებია, რომ გაიხსნებოდნენ. მისივე თქმით, ევროპაში ყველგან დახურულია კლუბები.

„კლუბების შედარება რესტორანთან, სადაც მაგიდები დისტანციით არის განლაგებული, ერთი კლასტერი ცალკე ზის, მეორე კლასტერი ცალკე ზის და კლუბის სიტუაცია, საქართველო მთვარეზე ხომ არ არის, ევროპაში ყველგან დახურულია კლუბი. მესმის, ძალიან მძიმეა ეს კლუბის მეპატრონეებისთვის, რადგან ძალიან დიდი ფინანსური ზარალია. რამდენადაც ვიცი, შარშან მერიამ მათ აუნაზღაურა, რაღაც კომპენსაციაც იყო, თუ არ ვცდები.

საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების წარმომადგენლებთან არავითარი შეთანხმება არ ყოფილა გახსნაზე, მიმდინარეობდა მუშაობა, შრომის ინსპექცია მუშაობდა, რომ ის პირობები ყოფილიყო, რომლის შემდეგაც, კლუბები მუშაობას დაიწყებდნენ. მაგრამ მათთვის არავის უთქვამს, რომ გაიხსნებოდნენ და არავინ დაპირებია მათ ამას. მაგრამ „ომიკრონი“ გამოჩნდა. „ომიკრონი“ სულ რაღაცა ორი კვირის ამბავია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.