პაატა იმნაძე - ახლა ჩვენი ამოცანაა, რამენაირად ისე გავლიოთ აპრილი და მაისი, რომ ისევ არ დავუბრუნდეთ იმ კატასტროფულ რიცხვებს, როცა დღეში 50 ადამიანი იღუპებოდა
პაატა იმნაძე - ახლა ჩვენი ამოცანაა, რამენაირად ისე გავლიოთ აპრილი და მაისი, რომ ისევ არ დავუბრუნდეთ იმ კატასტროფულ რიცხვებს, როცა დღეში 50 ადამიანი იღუპებოდა

ახლა ჩვენი ამოცანაა, რამენაირად ისე გავლიოთ აპრილი და მაისი, რომ ისევ არ დავუბრუნდეთ იმ კატასტროფულ რიცხვებს, როცა დღეში 50 ადამიანი იღუპებოდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმდება.

„ყველა არსებული ინდიკატორი გვეუბნება, რომ სიტუაცია მძიმდება. ერთი საიმედო, რაც გამოჩნდა არის ის, რომ ცოტათი მოიმატა პირბადეების ტარების მაჩვენებელმა და ეს გვაძლევს საფუძველს, რომ შედარებით ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ. ბოლო პერიოდში დღეში უკვე 17-18 ადამიანი იღუპება, რადგან შემთხვევების რაოდენობაც გაზრდილია. ახლა ჩვენი ამოცანაა, რამენაირად ისე გავლიოთ აპრილი და მაისი, რომ ისევ არ დავუბრუნდეთ იმ კატასტროფულ რიცხვებს, როცა დღეში 50 ადამიანი იღუპებოდა. ამისთვის უნდა ვატაროთ პირბადე, მაქსიმალურად თავი ავარიდოთ სუფრებს და ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.