პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ყაზბეგში კორონავირუსით ინფიცირებულებს არ ჰქონიათ ბევრი კონტაქტი, მიმდინარეობს მათი კვლევა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ყაზბეგში კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს ბევრი კონტაქტი არ აქვთ.
„ჩვენი ერთი ჯგუფი უკვე წასულია ყაზბეგის რაიონში. იქ ინფიცირებული არიან ჩვენი მესაზღვრეები, საპატრულო პოლიცია, მათგან სამი არის ადგილობრივი, რომლებიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თითო-თითო სოფელში არიან.
საბედნიეროდ, მათ ბევრი კონტაქტი არ აქვთ თავიანთ ოჯახებში, ბევრი კონტაქტი არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა და დღეს ჩამოვა გამოკვლევისათვის აღებული ნაცხები“, – აცხადებს პაატა იმნაძე.