პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სტაბილური ეპიდვითარების შემთხვევაში, 2-3 კვირაში შესაძლოა, რეგულაციები კვლავ შემსუბუქდეს
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სტაბილური ეპიდვითარების შემთხვევაში, 2-3 კვირაში შესაძლოა, რეგულაციები კვლავ შემსუბუქდეს

ასი ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით, საქართველოს ინდოეთზე მაღალი ავადობა აქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ინდოეთის პრობლემაა, რომ მისმა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გაუძლო ინფიცირების ასეთ მაჩვენებელს. პაატა იმნაძე ამბობს, რომ მოქალაქეები ფრთხილად უნდა იყვნენ, მით უფრო, ზაფხულის პერიოდში პირბადის ტარება გაჭირდება.

ამასთან, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ პირბადის ტარება და 23:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა საშუალებას იძლევა, ინფექცია ძალიან არ გაღვივდეს. ამასთან, მან გამოთქვა იმედი, რომ სტაბილური ეპიდვითრების შემთხვევაში, 2-3 კვირაში შესაძლებელი იქნება რეგულაციების შემსუბუქება.