პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოს რკინიგზა დღეს ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზა საკმაოდ კარგად მოემზადა და მატარებლით მგზავრობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა.
„იქ გაცილებით უფრო მარტივია მგზავრების კონტროლი, სახელობითი სიებით არის ბილეთები. ასე რომ, რკინიგზა ყველა სხვა ტრანსპორტს შორის არის ყველაზე უსაფრთხო“,- დასძინა პაატა იმნაძემ.
მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა დღეიდან განახლდა.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის, მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანისთვის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.