ოზურგეთში უფასო სასადილოს რისკჯგუფში შემავალი ბენეფიციარებისთვის სახლში მიტანის სერვისი ამოქმედდა
ოზურგეთში, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საკვები სახლებში მიუტანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
„ბენეფიციარებისთვის, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან, სახლში მიტანის სერვისი ამოქმედდა. დანარჩენები კი, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვეღარ შეძლებენ ადგილზე კვებას, თუმცა ყველა წესისა და ჰიგიენური ნორმების დაცვით ისარგებლებენ საკვების გატანის სერვისით. მათ მიეწოდებათ როგორც მზა, ასევე სხვა საკვები პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული“, – ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.