ოზურგეთში თვითიზოლაციაში ერთი პირი იმყოფება. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, საკარნტინო სივრცეში ოზურგეთიდან ერთი ადამიანი იმყოფება.
„საკოორდინაციო საბჭო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ჩვენ რეგულარულად ვაგრძელებთ სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების საკვები პროდუქტებით დახმარებას. მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ოზურგეთის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი სირაძემ.