ოზურგეთში თვითიზოლაციაში ერთი, კარანტინის ზონაში კი, ხუთი პირი იმყოფება
ოზურგეთში, თვითიზოლაციაში ერთი პირი იმყოფება. თვითიზოლაციის ვადა დაასრულა 80-მა ადამიანმა. საკარანტინო ზონაში რჩება ხუთი ადამიანი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების მიერ ხდება მათი რეგულარული შემოწმება.
„ოზურგეთში საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მუშაობს. სხვადასხვა სახის აქტივობებში ჩართულები არიან მოხალისეები. გამართულად მუშაობს სტრატეგიული ობიექტები. საჭიროებისამებრ ხდება ქუჩების დეზინფექცია. შეიძლება ითქვას, რომ ოზურგეთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ.