ოზურგეთში თვითიზოლაციაში 31, საკარანტინო ზონაში კი 21 პირი იმყოფება
ოზურგეთში თვითიზოლაციაში 31 პირი რჩება, ხოლო კარანტინში იმყოფება 21 ადამიანი.
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების დაწყებიდან კარანტინსა და იზოლაციაში სულ 120 ოზურგეთელი იმყოფებოდა, აქედან იზოლაცია 47 ადამიანმა, ხოლო კარანტინი 21 მოქალაქემ ვადის გასვლისა და სიმპტომების არქონის გამო დატოვა.
„თვითიზოლაციაში მყოფი პირები მუდმივად კონტროლდებიან. ოზურგეთში ვითარება სტაბილურია და კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ.