ოზურგეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 27 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციის ვადა დაასრულა ორმა პირმა.
კარანტინში მყოფი 29 პირიდან საკარანტინო ზონა დატოვა 18-მა მათგანმა. კარანტინში კი, ამჟამად 11 ადამიანი რჩება.
„ყველა თვითიზოლირებული პირი კონტროლდება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მაია ქუტიძემ.