ოზურგეთში თვითიზოლაციაში 27, კარანტინში კი, 11 ადამიანი იმყოფება

17:26, 26.03.2020

ოზურგეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 27 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციის ვადა დაასრულა ორმა პირმა.

კარანტინში მყოფი 29 პირიდან საკარანტინო ზონა დატოვა 18-მა მათგანმა. კარანტინში კი, ამჟამად 11 ადამიანი რჩება.

„ყველა თვითიზოლირებული პირი კონტროლდება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მაია ქუტიძემ.

მსგავსი