ოზურგეთში საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აქ საკრებულოში მოსახვედრად 13 კანდიდატი იბრძვის. არჩევნების პროცესი ხუთ უბანზე იმართება.
საკუთარი არჩევანი ოზურგეთში, დღეს 5089 ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს.
,,ყველა საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. არანაირ გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია. არც ერთი საჩივარი არ დაწერილა”, – განაცხადა #60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად თენეიშვილმა.