ოზურგეთში შუახნის მამაკაცს ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ
ოზურგეთში შუახნის მამაკაცს ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ

ოზურგეთში შუახნის მამაკაცს ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რა სახის დაზიანება მიიღო დაზარალებულმა და რა რაოდენობის თანხა გასტაცეს თავდამსხმელებმა, ამ დროისთვის უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სომხეთის მოქალაქეა და ოზურგეთში სავაჭრო ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული.

პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.