ოზურგეთში მოსახლეობის თერმოსკრინინგი იწყება
ოზურგეთში მოსახლეობის თერმოსკრინინგი იწყება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი იწყება.
თერმოსკრინინგი ხვალ დაბა ნასაკირალში ჩატარდება. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მერიაში აღნიშნავენ, რომ პროცედურა ეტაპობრივად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

თერმოსკრინინგის ფარგლებში, შეფასდება მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი, მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია და ზუსტი დიაგნოსტიკა.