ოზურგეთში მამაკაცი დანით დაჭრეს
ოზურგეთში მამაკაცი დანით დაჭრეს

ოზურგეთში 31 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. დაჭრილი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაშია გადაყვანილი.

„მამაკაცს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა მარცხენა გულმკერდის არეში. ასევე, მარცხენა ბარძაყის არეში მიყენებული აქვს ნაკვეთი ჭრილობა. ამჟამად, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებს „მედალფას“ დირექტორი დავით მდინარაძე.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.