ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და დასვენების პარკში ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში „ევროპის დღე “გაიმართება.
დღევანდელი ღონისძიება ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს ორგანიზებით იმართება. ჩატარდება სხვადასხვა სპორტული აქტივობა, მოეწყობა ესეების კონკურსი -„ევროპა ჩემთვის არის” მონაწილეების დაჯილდოება.
ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები.
ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ატარებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.
პროექტის მხარდამჭერები არიან გურიის სამხარეო ადმინისტრაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.