ოზურგეთში, ჩალიანის დასახლებაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში ორი ოჯახი ცხოვრობდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„უმძიმესი ამბავი მოხდა. საბედნიეროდ, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. არ არიან დაშავებულები. ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩენს დახმარებას“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება