ოზურგეთში „ეროვნული სამოსის დღე“ აღინიშნა
ოზურგეთში „ეროვნული სამოსის დღე“ აღინიშნა

ოზურგეთში „ეროვნული სამოსის დღე“ აღინიშნა. ღონისძიებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია მოადგილესთან, ქეთევან მოისწრაფეშვილთან, ოზურგეთის მერის მოადგილესთან, ირაკლი სირაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. მოეწყო ძველი ფოტოგამოფენა, რომელშიც აღბეჭდილი იყო მე-18 და მე-19 საუკუნის გურულ თავად-აზნაურთა ჩაცმის და ეროვნული სამოსის ტარების კულტურა.

ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების ინიციატივით და ორგანიზებით იმართება.