ოზურგეთში მცხოვრები ბიზნესმენი იგორ ასკაროვი აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ოზურგეთში მცხოვრები ბიზნესმენი იგორ ასკაროვი აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოზურგეთში, დაბა ლაითურში მცხოვრები ბიზნესმენი იგორ ასკაროვი აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, – ამის შესახებ ასკაროვმა ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა.

ასკაროვს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის, მას სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს.

დაბა ლაითურში ბიზნესმენ იგორ ასკაროვის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.