ოზურგეთში ცენტრალური ქუჩების დეზინფექცია ჩატარდა. სამუშაოები ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის“ და სახანძრო-სამაშველო სამსახურების ჩართულობით განხორციელდა.
სადეზინფექციო სამუშაოებს დაესწრნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და მერის წარმომადგენელი ავთანდილ სვანიძე. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.