ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
„ახალგაზრდა მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. მას მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნებოდა“, – განაცხადა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.