ოზურგეთში, თვითიზოლაციაში ამ დროისთვის არც ერთი პირი არ იმყოფება.
102 ადამიანს თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა უკვე ამოეწურა.
საკარანტინო სივრცეში კი ოზურგეთიდან მხოლოდ ერთი პირია მოთავსებული.
„ოზურგეთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საკოორდინაციო შტაბი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებ მოსახლეობას, აუცილებელი შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისაგან და დარჩნენ სახლში“ ,- აცხდებს საკოორდინაციო შტაბის თავმჯდომარე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე.