ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრის თანამშრომლები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრის თანამშრომლები ჩაერთვნენ. თანამშრომლების „სინოფარმით“ ვაქცინაცია ოზურგეთში, კლინიკა „მედალფაში“ ჩატარდა. სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ოზურგეთში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
„დღეს თეატრის თანამშრომლები მოვედით ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“, ვიკეთებთ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას. დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს ჩვენი ვიზიტის დაჯავშნისთვის და ორგანიზებისათვის. დიდი მადლობა კლინიკის ხელმძღვანელობას, ყველა ექიმს, ექთანს. ძალიან დიდი შრომაა ჩადებული ვაქცინაციის პროცესის კარგად წარმართვისთვის. ჩვენი სლოგანია – აიცერი, გადარჩები. მოვუწოდებ კოლეგებს, მეგობრებს, მეზობლებს, ყველას გადავრჩეთ, ავიცრათ და დავასრულოთ ეს საშინელება რასაც „კოვოდ-19“ და პანდემია ჰქვია“, – განაცხადა ოზურგეთის თეატრის დირექტორმა ზაზა ჯინჭარაძემ.