ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ექვსი წლის ბიჭი, სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის წყლის გუბეში ჩავარდა და დაიხრჩო.
ბავშვს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.