ოზურგეთში, დაბა ლაითურის მოსახლეობა მძიმეწონიანი თვითმცლელი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს
ოზურგეთში, დაბა ლაითურის მოსახლეობა მძიმეწონიანი თვითმცლელი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს

ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურის პირველი რაონის მოსახლეობამ გზა გადაკეტა და მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს.

მოსახლეობის თქმით, მძიმეწონიანი მანქანების ინტენსიური გადაადგილების გამო, გზა მნიშვნელოვნად ზიანდება და ჰაერის დაბინძურებასაც იწვევს.

„ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გზების დეპარტამენტმა 2017 წელს დაიწყო. გასულ წელს, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი სწორედ მაღალი გამავლობის, მძიმეწონიანი თვითმცლელი მანქანების ინტენსიური მოძრაობის შედეგად დაზიანდა და ამის გამო, ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა არაერთხელ გადაკეტა. მუნიციპალიტეტის მერიამ გამოძებნა ალტერნატიული გზა, რომელიც დაბის პირველ რაიონზე გადის. თუმცა, მძიმეწონიანმა მანქანებმა პრობლემები აქაც შექმნა. ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია“, — აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოსიკო თოთობაძემ.

როგორც თოთობაძემ აღნიშნა, სამშენებლო სამუშაოების შემდგომ, აღნიშნულ გზაზე ე.წ. სასწორი დამონტაჟდება და სატვირთო მანქანების ნაწილი ცენტრალურ გზაზე გადმოინაცვლებს.