ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჩაის ყოფილი პლანტაციების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაური-მაკვანეთის გადაკვეთაზე, ჩაის ყოფილი პლანტაციების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა, თუმცა სახანძრო- სამაშველო სამსახურმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.