ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
უწყების ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.