ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის „ნონას თასს“ უმასპინძლა, რომელიც მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის გადაწყვეტილებით დაწესდა და მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანას გადაეცემა.
ღონისძიებას ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, საქართველოს საჭადრაკო ფედერაციის წარმომადგენლები, შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ჭადრაკის მოყვარულები დაესწრნენ.
ღონისძიების დასასრულს ნონა გაფრინდაშვილმა ბავშვებთან ჭადრაკის პარტია ითამაშა. ოლიმპიადა 23 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება.