ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ორსართულიანი სახლი დაიწვა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ორსართულიანი სახლი დაიწვა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა.
შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელმაც ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლო.
ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში გაეწევა დახმარება.