ოზურგეთის მერმა ხევის ადიდების შედეგად დაზიანებული ხიდი დაათვალიერა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო
ოზურგეთის მერმა ხევის ადიდების შედეგად დაზიანებული ხიდი დაათვალიერა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო

ადიდებული ხევის მიერ დაზიანებული მილხიდი დაათვალიერეს და გზის სავალ ნაწილზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე, გზის სავალი ნაწილის დაზიანების გამო მოძრაობა აკრძალულია.