ოზურგეთის მერის მოადგილე - კარანტინში ოზურგეთიდან 21 ადამიანი იმყოფება, უმეტესობა თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო
ოზურგეთის მერის მოადგილე - კარანტინში ოზურგეთიდან 21 ადამიანი იმყოფება, უმეტესობა თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 64 მოქალაქემ კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში, თვითიზოლაციისთვის განსაზღვრული ვადა დაასრულა.

ოზურგეთის მერის მოადგილის, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი სირაძის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ოზურგეთში 53 მოქალაქე იმყოფება. ძირითადად, ისინი უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებული პირები არიან.

„თვითიზოლაციაში მყოფი პირები კონტროლდებიან. კარანტინში კი, ოზურგეთის 21 მცხოვრები იმყოფება, მათი უმრავლესობა კარანტინში არა რამე სიმპტომების, არამედ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის არიან“, – აცხადებს ირაკლი სირაძე.