კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ოზურგეთის აგრარულ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფის მიერ სპეციალური ხსნარით დამუშავდა ბაზრის მთელი ტერიტორია.
აგრარული ბაზარი სადეზინფექციო ხსნარით უკვე მეოთხედ დამუშავდა. ადგილზე იმყოფება მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ სადეზინფექციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. დამუშავდა საბავშვო ბაღები, საჯარო სკოლები, მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოები, ყველა სტრატეგიული და საჯარო ობიექტი. ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე იქნება ამის საჭიროება. კოორდინირებულად მიმდინარეობს მუშაობა ძალოვან სტრუქტურებთან, რომლებიც მყისიერად რეაგირებენ ყველა პრობლემის გადაჭრაში და მათ მინდა მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ.