ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ნასაკირალის #59 უბნის ოქმი მიიტანეს
რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ნასაკირალის #59 უბნის ოქმი მიიტანეს.
„კონსტანტინე შარაშენიძემ 394 ხმა მიიღო, ბეგლარ სიორიძემ – 280, ბათილად კი 34 ბიულეტენი იქნა ცნობილი“, – განაცხადა #59-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ლელა ლომთაძემ.
საოლქო კომისიაში ხმების დათვლის პარალელურად, შარაშენიძის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ.
ჟურნალისტები კი საოლქო კომისიასთან არიან შეკრებილები. დაცვის თანამშრომლები მათ შენობაში შესვლის უფლებას ჯერჯერობით არ აძლევენ.
შეგახსენებთ, ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესს ხმაური მოჰყვა. „ქართულმა ოცნებამ“ დაბა ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა. 62-დან 61 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით კი, არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იგებდა.