ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესს ხმაური მოჰყვა
ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესს ხმაური მოჰყვა

ხმაური მოჰყვა ხმის დათვლის პროცესს ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანზე. ამის მიზეზი სადავო ბიულეტენების დათვლა გახდა.

კომისიის წევრების ნაწილი მიიჩნევდა, რომ რამდენიმე ბიულეტები უვარგისი იყო და ბათილად უნდა ცნობილიყო, ნაწილი კი ამბობდა, რომ მათში ამომრჩევლის ნება ნათლად იყო გამოხატული.

ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი მივიდა და აღნიშნული ფაქტი ხმამაღლა გააპროტესტა.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენს უბანზე ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით განხორციელდა“, – აცხადებს 59-ე უბნის თავმჯდომარე ლელა ლომთაძე.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა.