„ქართული ოცნება“ დაბა ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს
„ქართული ოცნება“ დაბა ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს

დაბა ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბანზე უხეში დარღვევები დაფიქსირდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღურჯუმელიძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის წევრების მიმართ ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა. გარდა ამისა, უბანზე, დღის განმავლობაში, არაუფლებამოსილი პირები უკანონოდ შეიჭრნენ, რაზეც დილიდანვე დაიწერა საჩივრები.

„მოვითხოვთ უბნის გაბათილებასა და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას. ამ დარღვევებს ჩვენ აუცილებლად სამართლებრივად მივყვებით ბოლომდე“, – განაცხადა ღურჯუმელიძემ.

59-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ლელა ლომთაძე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ უბანზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა.